Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სანტუში: "უნგრეთთან პირველი ფინალი გველის"
2016-06-19 13:21 | ნახვები: 1871
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ავსტრიასთან ფრედ (0:0) დასრულებული შევხედრის შემდეგ განაცხადა, რომ უიღბლობაზე წუწუნს არ აპირებს და მისი გუნდი მომდევნო თამაშზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

"რთული დღეები გველის. წინ უნგრეთთან მცირე ფინალი გველის, რომელიც უნდა მოვიგოთ. ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ პირველი ფინალია ჩვენთვის. შეხვედრისთვის მოვემზადებით და რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ. განვლილ შეხვედრაში ნაჩვენებ შედეგს უიღბლობას ვერ დავაბრალებთ, ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება. გვქონდა შანსები, ძელს ბევრჯერ გავარტყით, ასე რომ მომავალი შეხვედრისთვის მომენტების გამოყენებაზე უნდა ვივარჯიშოთ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ფერნანდუს შეგირდებმა პირველ ტურში ისლანდიასთან მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს, ხოლო მეორე ტურში ავსტრიასთან კვლავ ერთი ქულა მოიპოვეს. მომდევნო ტურში პორტუგალია უნგრეთს დაუპირისპირდება, მატჩი 22 ივნისს გაიმართება.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host