Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი: “იტალიამ ფეხბურთში ახალი სტილი დანერგა”
2016-06-28 17:04 | ნახვები: 6462
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალში ყველაზე გამორჩეული გერმანია-იტალიის წყვილია. ამ მატჩთან დაკავშირებით “ბუნდესნაკრების” მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ისაუბრა და მისი თქმით, იტალიის ნაკრებმა ფეხბურთში ახალი სტილი შემოიტანა.

“იტალიის თამაში მხოლოდ კატენაჩო არაა, ეს ანტონიო კონტეს დამსახურებაა. მან კარგად იცის, რომ მხოლოდ კატენაჩოთი ევროპის ჩემპიონატს ვერ მოიგებს. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ნაკრებმა ახალი სათამაშო სტილი დანერგა. ესპანეთმა “სკუადრა აძურას” ვერ შეუტია, იტალიამ კი პირიქით.

დღევანდელი იტალიის ნაკრები ბევრად ძლიერია, ვიდრე 2008, 2010 და 2012 წლებში იყო, თუმცა გერმანიისთვის იტალია დაუმარცხებელი მეტოქე არაა”, - განაცხადა ლიოვმა.

გერმანიისა და იტალიის ნაკრებთა საინტერესო მეოთხედფინალური მატჩი 2 ივლისს, ბორდოში გაიმართება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host