Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კონტე დილემის წინაშე დადგა
2016-06-28 17:48 | ნახვები: 6110
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ იტალიის ნაკრებს საკადრო პრობლემები მოეძალა. როგორც იტალიური მედია წერს, გერმანისთან მატჩის წინ “სკუადრა აძურას” განსაკუთრებული პრობლემები ნახევარდაცვაში აქვს, რადგან ანტონიო კანდრევა, რომელმაც ესპანეთთან თამაში უკვე გამოტოვა, გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.

გარდა ამისა, “ფურიე როხასთან” შეხვედრაში ფეხი დანიელე დე როსიმაც დაიზიანა და მისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. წესით, დე როსი ტიაგო მოტას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ბრაზილიური წამორშობის საყრდენი “ბუნდესნაკრებთან” ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებს. მოკლედ, ამ მხრივ ანტონიო კონტეს საფიქრალი არ აკლია.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host