Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დელ ბოსკე ესპანეთის ნაკრებიდან და ფეხბურთიდან წავიდა
2016-07-01 11:27 | ნახვები: 2571
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე სამწვრთნელო კარიერას ასრულებს. როგორც გამოცემა “ასი” იტყობინება, მხცოვანმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იგი ოფიციალურ სახეს 31 ივლისს მიიღებს.

“31 ივლისამდე ვრჩები, მაგრამ შემდეგ ჩემს თავს ესპანეთის ნაკრებსა და ფეხბურთში ვერ ვხედავ. 2012 წლის შედეგის გამეორება რთული იყო, ჯგუფში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იტალიასთან ასე არ გამოგვივიდა. ერთ თვეში ნაკრებსა და ფეხბურთს დავტოვებ. ვტოვებ პოსტს, თუმცა ესპანურ ფეხბურთს თუ ჩემი დახმარება დასჭირდება, ამისათვის ყოველთვის მზად ვიქნები”, - განაცხადა დელ ბოსკემ.

ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრები 2008 წლის ზაფხულში ჩაიბარა და “ფურია როხას” 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. მანამდე იგი წარმატებით მადრიდის “რეალში” მუშაობდა. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს კი, დელ ბოსკეს ესპანეთი მერვედფინალში იტალიასთან (0:2) მარცხით დაემშვიდობა.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host