Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ვერტონგენისთვის ევრო 2016 დასრულებულია
2016-07-01 12:04 | ნახვები: 2261
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ბელგია უელსის ნაკრებს ეთამაშება. “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ მარკ ვილმოტსს კი საფიქრალი მოემატა. საქმე ისაა, რომ ბელგიას არამარტო დღევანდელ მატჩში, არამედ მთელ ტურნირზე წამყვანი მარცხენა მცველი იან ვერტონგენი ვერ დაეხმარება.

“ვერტონგენს თავი ძველმა ტრავმამ შეახსენა და იგი მოედანზე 6-8 კვირა ვერ გავა. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რადგან დღეს არც ტომას ვერმაელენი გვეყოლება დისკვალიფიკაციის გამო”, - თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილმოტსმა.

შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კაპიტანი ვინსენ კომპანიც ტრავმის გამო დააკლდა და საერთოდ, ამ ნაკრების მთავარ მინუსად სწორედ დაცვის ხაზი მიიჩნევა და ვერტონგენი უდაოდ დიდი დანაკლისი უნდა იყოს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host