Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რანიერი: “იტალია ბრწყინვალეა, ინგლისი? – ახალი არაფერი”
2016-07-01 12:54 | ნახვები: 2871
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი “გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას, თავისი სამშობლოს, იტალიის ეროვნული ნაკრების ასპარეზობას შეეხო ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე. მისი თქმით, “სკუადრა აძურა” უბრალოდ ბრწყინვალეა.

“იტალიის ნაკრები შესანიშნავ ევროპის ჩემპიონატს ატარებს. უძლიერესი მწვრთნელი და ძალიან შეკრული გუნდი – ბიჭებს მინდა კომპლიმენტი ვუთხრა”, - თქვა რანიერიმ.

ამასთან, ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონის გამარჯვებული, ინგლისის ნაკრების გამოსვლასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირი არაფერი მომხდარა:

“ინგლისური ფეხბურთი კრიზისში არაა, მაგრამ ეროვნული ნაკრები 50 წელია ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ვერ ახერხებს. მათი გამოსვლა არ გამკვირვებია, ყოველთვის ასე ხდება”, - დასძინა რანიერიმ.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host