Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი: "დრამატული მატჩი იყო"
2016-07-03 12:10 | ნახვები: 2722
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა იტალიასთან მოგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დრამატული და ტაქტიკური მატჩი იყო.

"ბოლო დარტყმამდე დრამატული მატჩი იყო. მსგავსი გამოცდილება 2006 წელს არგენტინის წინააღმდეგ უკვე მქონდა. ეს იყო ორივე მაღალი დონის გუნდის მხრიდან ტაქტიკურად კარგად შესრულებული თამაში. იტალია დაცვაში ძლიერია, თუმცა შევძელით შეტევების განხორციელება. პენალტით გოლის გაშვება უიღბლობა იყო. ვერ წარმოვიდგენდი, იტალია თამაშიდან თუ გაიტანდა გოლს.

თერთმეტმეტრიანების შემსრულებლებზე გავლენა არ მომიხდენია. თითოეულმა ფეხბურთელმა თავად გადაწყვიტა დაერტყა თუ არა. როგორც წესია, კარგი შემსრულებლები გვყავს, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა. კარგია, როდესაც ახალგაზრდა კიმიხს და ჰექტორს ასეთ ეპიზოდში ნერვება არ უმტყუვნეს." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ბუნდესნაკრები ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთსა და ისლანდიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ტურნირის მასპინძლის და სენსაციურად მოთამაშე ისლანდიის დაპირისპირება 3 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host