Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბუფონი: "ტირილის მიზეზი გვაქვს"
2016-07-03 13:19 | ნახვები: 3699
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი გერმანიასთან წაგებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდა. ვეტერანმა გოლკიპერმა განაცხადა, რომ გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ვარჯიშებზე მწვრთნელი კომპლიმენტებს გვეუბნებოდა და ჩვენ ოცნების ახდენისთვის ყველაფერი გავიღეთ. თითოეულ ჩვენგანს ტირილის მიზეზი გვაქვს. წარმატებასთან ახლოს ვიყავით და როდესაც ფიქრობ, გერმანიამ სამი პენალტი გააცუდა და ეს კიდევ საკმარისი არაა შესაძლოა გაგიჟდე. მარცხი ჩვენთვის შოკი იყო. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ახალი მოვალეობები და პასუხიმგებლობა გვექნება. წინა ჩემპიონტზე იმაზე ვწუხდით, რომ შეცდომები დავუშვით, ახლა კი ნამდვილად ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი სახლში უნდა წავიდეთ." - ციტირებს Football Italia ჯიჯის სიტყვებს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host