Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ანრი: “პელეს და ძაძას პენალტები ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უცუდესთა შორისაა”
2016-07-03 19:33 | ნახვები: 4361
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია Sky Sports-ზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს, გუშინ იტალიელი ფეხბურთელების, გრაციანო პელესა და სიმონე ძაძას გაცუდებულ თერთმეტრიანებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ფეხბურთის ისტორიაში აღნიშნული პენალტები უარყოფითი კუთხით დარჩებიან.

“რა თქმა უნდა, ხალხს დარმიანის პენალტი დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება, რადგან ის ბოლო გახლდათ, მაგრამ თუ საკითხს იტალიელი გულშემატკივრების მხრიდან მივუდგებით, მაშინ პელესა და ძაძას თერთმეტრიანები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო.

მესმის, რომ ასეთ დროს გატანა ძალიან რთულია, თუმცა ეს ორი პენალტი დანამდვილებით შევა ყველაზე ცუდად შესრულებულებს შორის მთლიანად ფეხბურთის ისტორიაში”, - თქვა ანრიმ.

შეგახსნებთ, იტალიის ნაკრები ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიასთან პენალტების სერიაში 5:6 დამარცხდა. “სკუადრა აძურას” რიგებში თერთმეტი მეტრიდან ძაძასა და პელეს გარდა, გატანა ლეონარდო ბონუჩიმ და მატეო დარმიანმა ვერ მოახერხეს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host