Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სკანდალი? – გი რუს აზრით, რენატო სანჩესი 18 წლის არაა
2016-07-06 12:58 | ნახვები: 4524
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიელი რენატო სანჩესი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეულია, ისევე როგორც ეს გასულ სეზონში გახლდათ, თუმცა მისი ასაკის გამო ეჭვები გაჩნდა. კერძოდ, ლეგენდარული ფრანგი მწვრთნელი გი რუ, რომელიც ახლა 77 წლისააა, ხოლო “ოსერს” მთელი 40 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, რუმინულ ტელეარხ Dolce Sport-თან საუბარში ამბობს, რომ რენატო სანჩესი 18 წლის არაა.

“როგორც თვითონ გვეუბნება 18 წლისაა, მაგრამ ადრე, მისი რეგისტრირებისას, დაბადების თარიღი არასწორადაა ჩაწერილი. გარწმუნებთ, რომ იგი 23 ან 24 წლის გახლავთ”, - აცხადებს გი რუ.

სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რენატო სანჩესის ასაკი კითხვებს ბადებს. რამდენიმე წლის წინ, ლისაბონის “სპორტინგიც” აპელირებდა, რომ სანჩესის წლოვანება გაყალბებული იყო, თუმცა მაშინ საქმე სასამართლომდე არ მისულა და მხოლოდ ჭორებად დარჩა.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host