Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
კაპელო: “ფავორიტი პორტუგალიაა”
2016-07-08 21:25 | ნახვები: 3608
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ევროპის ჩემპიონატის ფინალური წყვილის ფავორიტს ასახელებს. მისი აზრით, 10 ივლისს, თასის მოგების მეტი შანსი ფერნანდუ სანტუშის პორტუგალიის ნაკრებს გააჩნია.

“საფრანგეთი მასპინძელია და შესაძლოა, ფავორიტი იყოს, მაგრამ ჩემთვის უპირატესობა პორტუგალიას აქვს. დიდიე დეშამის გუნდი შეტევაში ძალიან ძლიერია, თუმცა უკან პრობლემები გააჩნია და თან სერიოზული. პორტუგალიის ნაკრები კი ანტონიო კონტეს იტალიას მაგონებს”, - თქვა კაპელომ.

იქვე გამოცდილმა სპეციალისტმა თავისი თანამემულეების გამოსვლაც შეაფასა ევრო 2016-ზე:

“ეს იყო დიდებული ტურნირი, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დიდ ჩემპიონებს. გუნდი შეკრული გახლდათ და მაისურის პატივისცემა არ ეშლებოდათ – ფეხბურთელები კი, კონტეს მითითებებს კარგად ასრულებდნენ”, - დასძინა ფაბიომ.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host