Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნოიერი: “საფრანგეთის თამაში სტვენას იმსახურებდა”
2016-07-08 21:32 | ნახვები: 4722
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრები გამარჯვებას არ იმსახურებდა. როგორც მან გამოცემა “კიკერს” უთხრა, “მამლების” თამაშმა მხოლოდ სტვენა დაიმსახურა.

“ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ შანსი ვერ გამოვიყენეთ – სახიფათო მომენტების რეალიზება მთელ ტურნირზე მთავარი პრობლემა გახლდათ.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დიდ უპირატესობას ვფლობდით. ასეთი მატჩი ჩვენს მოედანზე რომ ყოფილიყო და გვეთამაშა, როგორც საფრანგეთის ნაკრებს – სტადიონი სტვენით აგვიკლებდა”, - განაცხადა ნოიერმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ნაკრები მასპინძელ საფრანგეთთან ანტუან გრიზმანის ორი გოლის გამო 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host