Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დეშამი: “პორტუგალია სრულყოფილი ნაკრებია”
2016-07-10 17:23 | ნახვები: 2134
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალია. თამაშამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა. როგორც მან თქვა, პორტუგალიის ნაკრები კრიტიკის მიუხედავად, ფინალაში შემთხვევით არ გასულა.

“ჩვენ შანსი გვაქვს გავხდეთ ევროპის ჩემპიონი – მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ, 18, 20 თუ უფრო მეტის, უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის ჩემპიონობის შანსი გაგვაჩნია და არ ვიცით, მომავალში რა მოხდება. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი პრივილიგირებულნი არაინ ითამაშონ ფინალი სახლში, პარიზში.

ჩვენ ნახევარფინალის მერე ტაქტიკაზე ბევრი ვიმუშავეთ და მჯერა, რომ ამ დაპირისპირებისთვის ჩემი ფეხბურთელები მზად არიან. მე მოვიგე, როგორც ფეხბურთელმა 2000 წელს, მაგრამ ეს წარსულია. წარსულზე საუბარი კი არ მიყვარს, მხოლო მომავალსა და აწმყოს აქვს მნიშვნელობა.

პორტუგალია სრულყოფილი გუნდია. მას ბევრი კრიტიკა შეხვდა ტურნირის დასაწყიში, თუმცა ფინალშია და აქ შემთხვევით არ მოხვედრილა. ეს გამოცდილი გუნდია, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს. განსაკუთრებით ძლიერი დაცვაშია და წესით კონტრშეტევებზე უნდა ითამაშოს”, - განაცხადა დეშამმა.

პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ევროპის ახალი ჩემპიონიც გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ აქამდე, დიდ ტურნირებზე ფრანგებს პორტუგალიელები სამჯერ ჰყავთ დამარცხებულნი: 1984 წელს ნახევარფინალში 3:2 (დამატებით დროში), 2000 წელს ნახევარფინალში 2:1 (დამატებით დროში) და 2006 წელს ასევე ნახევარფინალში – 1:0.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host