Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სანტუში: “ჩვენი თანამემამულეები უნდა გავახაროთ”
2016-07-10 17:25 | ნახვები: 2445
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირების წინ აცხადებს, რომ მისი გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაა – პორტუგალიელი ხალხი რომ გაახაროს.

“უკვე ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ფინალში თამაში და გამარჯვება იყო. მჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, რადგან გვინდა, პორტუგალიელი ხალხი გავახაროთ. არ ვფიქრობ, რომ საფრანგეთის ნაკრებზე ბევრი რამ უნდა ითქვას, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.

თაციდანვე ვამბობდი, რომ სამი ფავორიტი იყო – ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი. მერე კი მოდიოდნენ მეორე ეშელონის გუნდები მათ შორის, ჩვენც. ფრანგებს ინდივიდუალურად საუცხოო მოთამაშეები ჰყავთ, რომელთა შესახებ ყველაფერი ცნობილია. მათ შეუძლიათ, თამაშში გარდატეხა ნებისმიერ დროს შეიტანონ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი მომენტისთვის”, - თქვა სანტუშმა.

პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ევროპის ახალი ჩემპიონიც გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ აქამდე, დიდ ტურნირებზე ფრანგებს პორტუგალიელები სამჯერ ჰყავთ დამარცხებულნი: 1984 წელს ნახევარფინალში 3:2 (დამატებით დროში), 2000 წელს ნახევარფინალში 2:1 (დამატებით დროში) და 2006 წელს ასევე ნახევარფინალში – 1:0.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host