Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პაიე: “რონალდუსთვის ტრავმის მიყენება არ მინდოდა, ეს ჩემი სტილი არაა”
2016-07-11 14:26 | ნახვები: 3440
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი დიმიტრი პაიე, რომელიც ევრო 2016-ის ფინალურ მატჩში კრიშტიანუ რონალდუს დაშავების გამო პორტუგალიელთა კრიტიკის ობიექტი გახდა, ირწმუნება, რომ ეს ჩვეულებრივი სათამაშო ეპიზოდი იყო და მას მეტოქისთვის ტრავმა განზრახ არ მიუყენებია.

“ეს ჩვეულებრივი ორთაბრძოლა იყო. რონალდუს ბურთი ავართვი და მისთვის ტრავმის მიყენება აზრად არ მქონია. ბინძური თამაში ჩემი სტილი არაა” - ციტირებს პაიეს სიტყვებს Goal.com-ი

რონალდუ ფინალური მატჩის დასაწყისში პაიესთან შეჯახების დროს დაშავდა, მართალია მალევე დაუბრუნდა თამაშს, თუმცა ტრავმის გამო 25-ე წუთზე მაინც მოუწია მოედნის დატოვება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პორტუგალიელს მუხლის გვერდითი მყესები აქვს დაზიანებული და მკურნალობა ერთ თვეზე მეტხანს მოუწევს.

პორტუგალიელებმა, ლიდერის გარეშე დარჩენის მიუხედავად, საფრანგეთის ნაკრები დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host