Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
უეფა ევრო 2016-დან 2 მილიარდის შემოსავალს გეგმავს
2016-06-10 19:59 | ნახვები: 1668
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

უეფა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან 2 მილიარდი ევროს შემოსავალს ელოდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. იმ შემთხვევაში თუ ევროპის საფეხბურთო ორგანიზაცია აღნიშნულ თანხას მიიღებს, უკრაინასა და პოლონეთში გამართული წინა ჩემპიონატის შედეგს გააუმჯობესებს.

2012 წელს უეფამ 1.4 მილიარდი ევრო მიიღო, თუმცა მაშინ გუნდების რაოდენობა საფრანგეთში გასამართ ჩემპიონატთან შედარებით 8-ით ნაკლები გახლდათ. ევრო 2016-ზე ბილეთების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, ამავდროულად სპონსორების რაოდენობის 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა და უეფა ფინანსური მხარდამჭერებისგან 450 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატი დღეს, 10 ივნისს დაიწყება. გახსნით მატჩში საფრანგეთი რუმინეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

ტეგები:
ევრო 2016


Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host