Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჰოჯსონი იმედგაცრუებულია
2016-06-12 11:35 | ნახვები: 2647
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა რუსეთთან ფრედ დასრულებული ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დასანანი გოლი გოლი გაუშვა და "სამი ლომი" გამარჯვებას იმსახურებდა.

"მატჩის შემდეგ ფეხბურთელების მსგავსი ემოცია მქონდა. რომ ვთქვა ცოტათი იმედგაცრუებული ვართ-თქო ტყუილი იქნება. დამსახურებულ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, თუმცა დასანანი გოლი გავუშვით. ამ მატჩს როდესაც გავაანალიზებთ, ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ და ვიმედოვნებ, ბოლო წუთზე გაშვებულ გოლს დავივიწყებთ.

პირველი 45 წუთი კარგად ვითამაშეთ. მეორე ნახევრის ბოლო 30 წუთში ცუდად გამოვიყურებოდით და მეტოქეს გრძელი გადაცემების საშუალებას ვაძლევდით." - ციტირებს როის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისი ერიკ დიერმა 73-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. რუსებმა ანგარიში ბერეზუცკის მიერ გატანილი გოლით მატჩის კომპენსირებულ მეორე წუთზე გაათანაბრეს და ერთი ქულა მოიპოვეს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host