Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბუფონი: “ასეთი შეკრული გუნდი არსად მინახავს”
2016-06-14 11:58 | ნახვები: 3689
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა ბელგიასთან (2:0) მოგებული მატჩის მერეsky sports-ს თავისი ემოციები გაუზიარა. ჯიჯის თქმით, მას ასეთი მებრძოლი და ერთ მუშტად შეკრული გუნდი არ უნახავს.

“ბელგია ძლიერი გუნდია, რომელსაც ბევრი ტალანტი ჰყავს. მართალია მათ რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლათ, მაგრამ აქამდე არსად მინახავს ასეთი შეკრული გუნდი, როგორიც დღეს იტალიაა.

მომავალში ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ, ამაში ბელგიასთან მოგება დაგვეხმარება. მიხარია, რომ გავახარეთ სტადიონზე მოსული ხალხი და ისინიც ვინც ტელევიზორებთან ისხდნენ. მინდა გამოვყო ის ბიჭები, რომლებიც სათადარიგო სკამზე დარჩნენ – ისინი ჩვენთვის მეთორმეტე ფეხბურთელის როლში იყვნენ”, - აღნიშნა ბუფონმა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიას ემანუელე ჯაკერინისა და გრაციანო პელეს გოლებით მოუგო და E ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host