Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – სლოვაკეთი
2016-06-03 14:46 | ნახვები: 1569
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. ეს, როგორც დამოუკიდებელი, თორემ 1976 წელს ჩეხოსლოვაკეთმა ტურნირზე ჩემპიონობაც მოახერხა და სწორედ იქ დაიბადა ლეგენდარული “პანენკას პარაშუტი”. თუმცა, ეს სლოვაკეთის მიღწევებში მაინც არ შედის და ახლა იან კოზაკის გუნდს თავად მოუწევს ისტორიის გადაწერა. სლოვაკებმა საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად განვლეს და განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არ აღმოჩენილან. საერთოდ, სლოვაკეთი ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომლისგანაც სიურპრიზებია მოსალოდნელი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ერთი კვირის წინ კოზაკის გუნდმა გერმანიას მისსავე მოედანზე აჯობა. რაღა თქმა უნდა, სლოვაკეთის ნაკრების აღნიშული წარმატება მთავარი მწვრთნელის იან კოზაკის დამსახურებაა.

მთავარი მწვრთნელი – იან კოზაკი

კოზაკი სლოვაკეთის ნაკრებში 2013 წელს მიიწვიეს, როდესაც გუნდი აშკარა დაღმასვლას განიცდიდა და როგორც აღმოჩნდა, მართებული გადაწყვეტილებაც მიიღეს. 62 წლის სპეციალისტს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული და იქაურ გუნდებს ხელმძღვანელობდა. სლოვაკეთის ნაკრები მის კარიერაში ალბათ ყველაზე სახელოვანი გუნდია. მთავარ მიღწევად მაინც, 1997-1998 წლების სეზონში “კოშიცეს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა უნდა ჩავუთვალოთ.

სლოვაკეთის ნაკრებში კი წარმატებულად მუშაობს. ყოველშემთხვევაში შედეგები ყველაფერზე მეტყველებს: 31 თამაში, 19 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება.

შემადგენლობა

მეკარეები:მატუშ კოზაჩიკი (“პლზენი”, ჩეხეთი), იან მუხა (“სლოვანი”), იან ნოვოტა (“რაპიდი”, ავსტრია)

მცველები:პეტერ პეკარიკი (“ჰერტა”, გერმანია), მილან შკრინიარი (“სამპდორია”, იტალია), მარტინ შკრტელი (“ლივერული”, ინგლისი), ნორბერტ გიომბერი (“რომა”, იტალია), იან დურიცა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), კორნელ სალატა (“სლოვანი”), ტომაშ ჰუბოჩანი (“დინამო”, რუსეთი), დუშან სვენტო (“კიოლნი”, გერმანია)

ნახევარმცველები:ვიქტორ პეჩოვსკი (“ჟილინა”), რობერტ მაკი (“პაოკი”, საბერძნეთი), იურაი კუცკა (“მილანი”, იტალია), პატრიკ ჰროშოვსკი (“პლზენი”, ჩეხეთი), იან გრეგუში (“იაბლონეცი”, ჩეხეთი), ანდრეი დუდა (“ლეგია”, პოლონეთი), მიროსლავ სტოხი (“ბურსასფორი”, თურქეთი), ვლადიმირ ვაისი (“ალ გარაფა”, ყატარი), მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”, იტალია)

თავდამსხმელები:მიხალ დიურიში (“პლზენი”, ჩეხეთი), ადამ ნემეცი (“ვილემ II”, ჰოლანდია), სტანისლავ შესტაკი ("ფერენცვაროში", უნგრეთი)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-2-3-1):კოზაჩიკი; პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, შვენტო; ჰროშოვსკი, კუცკა; დუდა, ჰამშიკი, ვაისი; დიურიში

იან კოზაკმა ნაკრებში თითქმის ყველა იმ ფეხბურთელს უხმო, რომელიც შეიძლებოდა გამოეძახებინა. მათგან საუკეთესო 23 აარჩია და სწორედ მათ დაეყრდნობა საფრანგეთში. სლოვაკეთის ნაკრების მთავარი იმედი რაღა თქმა უნდა მარეკ ჰამშიკთან ასოცირდება, რომელიც ამ გუნდში ყველაზე სახელოვანიცაა და გამოცდილიც.

გუნდის ვარსკვლავი: მარეკ ჰამშიკი– იტალიური “ნაპოლის” კაპიტანს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ევრო 2016-საც გადასარევ ფორმაში ხვდება. ამაზე გერმანიის კარში გატანილი დიდებული გოლიც მოწმობს. ჰამშიკზე დიდადაა დამოკიდებული თუ როგორ იასპარეზებს სლოვაკეთის ნაკრები საფრანგეთში.

გუნდის იმედი: ვლადიმირ ვაისი –საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაჟი მართალია ამჟამად არაბეთში თამაშობს, მაგრამ სწორედ ისაა, ვისაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია აფეთქება. ვაისი ძალზე ნიჭიერი ფეხბურთელია და შესაშურ ტექნიკას ფლობს. მოკლედ, კოზაკს მისი რომ არ ეიმედებოდეს, არათუ სასტარტოს წევრად მოიაზრებდა, არამედ 23 კაცში არ შეიყვანდა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორია

სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია და ამ მხრივ ბევრი სათქმელი არც არაფერია. უბრალოდ, 1976 წელს ჩეხოსლოვაკეთის ნაკრებმა შეძლო კონტინეტის პირველობის მოგება, დამოუკიდებელ სლოვაკეთს ამ ტურნირიზე ჯერაც არ უთამაშია. სამაგიეროდ, ალბათ, გახსენებად ღირს 2010 წლის მუნდიალი, როდესაც სლოვაკებმა ჯგუფში იმხანად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალია ჩატოვეს.

კალენდარი ევრო 2016-ზე

უელსი –სლოვაკეთი

11 ივნისი, 20:00 საათი, ბორდო, “სტად ბორდო”

უელსი – სლოვაკეთი ასეთი იქნება სლოვაკთა დებიუტი. თუმცა, იმ დღეს მის მეტოქესაც დებიუტი ექნება, ასე რომ, ამ მხრივ უდაოდ საინტერესო თამაში გამოვა. ნუ დავივიწყებთ ამ გუნდთა ურთიერთმატჩებს, რომელიც ორს ითვლის: სლოვაკეთში უელსმა 5:2 გაიმარჯვა, ხოლო უელსში სლოვაკეთმა – 5:1.

რუსეთი – სლოვაკეთი

15 ივნისი, 17:0 საათი. ლილი, “სტად პიერ მორო”

რუსეთთან სლოვაკეთს თანაბარი ბალანსი გააჩნია: 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. ბურთების შეფარდებაც ერთნაირია: 2:2. მოკლედ, ლილში გასამართი შეხვედრა გაარკვევს ვინ უფრო ძლიერია, სლოვაკეთი თუ რუსეთი?..

სლოვაკეთი – ინგლისი

20 ივნისი, 23:00 საათი. სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარი”

სლოვაკეთი ჯგუფურ ეტაპს ინგლისთან მატჩით დაასრულებს. ეს სენტ ეტიენში 20 ივნისს მოხდება. იმ ინგლისთან, რომელთანაც როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, ჯერაც არ მოუგია (2-დან ორი წაგება). ისე კი, ჩეხოსლოვაკეთს ალბიონელები ერთხელ ჰყავს დამარცხებული, მაგრამ ვინაიდან ახლა სლოვაკეთის ნაკრებზე ვსაუბრობთ მხოლოდ, მაშინ ეს უბრალოდ ისტორიაში დავტოვოთ...

თამაში ისტორიიდან

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი – 24 ივნისი, 2010. იოჰანესბურგი, “ელის პარკი”

სლოვაკეთი – იტალია 3:2

გოლები:1:0 ვიტეკი (25), 2:0 ვიტეკი (73), 2:1 დი ნატალე (81), 3:1 კოპუნეკი (89), 3:2 კვალიარელა (90)




ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:რობერტ ვიტეკი (23 გოლი) –ამჟამინდელი ბომბარდირი:რობერტ ვიტეკი (23 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში:მიროსლავ კაჰრანი (107 თამაში) –ამჟამად ყველაზე გამოცდილი:მარეკ ჰამშიკი (83 თამაში).

საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე:პირველად თამაშობს (1976 წელს, ჩეხოსლოვაკეთმა მოიგო ევროფორუმი)



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host