Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ყველაზე მხცოვანი ყველაზე ახალგაზრდას წინააღმდეგ
2016-06-11 12:19 | ნახვები: 3399
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო 2016-ზე დღეს B ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან საქმეში - თბილისის დროით 23:00 საათზე, მარსელში ინგლისის ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება, მანამდე კი 20:00 საათზე, ბორდოში უელსი და სლოვაკეთი ითამაშებენ.

11 ივნისი. მარსელი. “სტად ველოდრომი.” 23:00 სთ.

ინგლისი – რუსეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი: ჰარტი, უოკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი, დაიერი, ლალანა, ალი, სტერლინგი, რუნი, კეინი

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი, გოლოვინი, ნოიშტედტერი, სმოლოვი, შატოვი, კოკორინი, ძიუბა

წლევანდელი ინგლისის ნაკრები მართლაც გამოუცნობი გუნდია. ერთი მხრივ, როი ჰოჯსონის კრებულმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ, გაახალგაზრდავდა, დაიხვეწა, შესანიშნავი შესარჩევი ციკლი ჩაატარა(10 თამაშიდან 10 მოგება), წლეულსაც კარგი ამხანაგური მატჩები გამოუვიდა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან, რომელშიც ახალგაზრდა ლომებმა ისეთი გოლები გაუტანეს მრისხანე არიელებს, თითქოს დასცინიანო. ამ ყველაფერმა ინგლისელებს მადა გაუღვიძა. გაიხსენეს, რომ ზუსტად 50 წელიწადი გავიდა დიდ ტურნირებზე ერთადერთი ტრიუმფიდან, ამიტომ უპრიანი იქნება ამ საიუბილეო წელს ევროპის ჩემპიონები გავხდეთო. ეს გუნდის კაპიტნის, უეინ რუნის სიტყვებია.

ჰოჯსონმა მართლაც კარგად იმუშავა და ამის მთავარი არგუმენტი სტატისტიკაა. თუმცა, ბევრი მაინც ეჭვით უყურებს “ლომების” საჩემპიონო პერსპექტივას. მაგალითად BBC მათ გამოცდილებას უწუნებს და მეოთხე ფავორიტად მიიჩნევს, ესპანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ.გამოცდილება მართლაც პრობლემაა. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებს ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ ტურნირზე.

ინგლისელებს “ლესტერის” შემტევი ჯეიმი ვარდი არ ეყოლებათ. მის მაგიერ “სიტის” რაჰიმ სტერლინგი ითამაშებს. ლივერპულელ ჯეიმს მილნერს კი თანაგუნდელი ადამ ლალნა შეცვლის. რუსებს ტრავმირებული ალან ძაგოევი და იგორ დენისოვი დააკლდებათ.

საინტერესოა, რომ როი ჰოჯსონი ყველაზე მხცოვანი მწვრთნელია ტურნირზე, ლეონიდ სლუცკი კი ყველაზე ახალგაზრდა.

როი ჰოჯსონი: “რუსეთის გუნდს კარგად ვიცნობ. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. რუსებს ცსკა-ს და “ზენიტის” კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთად თამაშობენ. პიროვნულად არავის გამოვარჩევდი. არ მინდა ვინმე შევაქო ან გავაკრიტიკო. გეტყვით, რომ იოლი თამაში არ გველის.”

ლეონიდ სლუცკი: “არ მინდა პერსონალურად ვილაპარაკო ჩემს ფეხბურთელბზე. ცხადია, რომ საყრდენ ზონაში პრობლემები გვაქვს. ვინ იქნება ძირითადში, მატჩის წინ გაიგებთ.”

პირისპირ

-საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინგლისი რუსეთს ორჯერ ეთამაშა და ორივეჯერ ევრო 2008-ის შესარჩევ ციკლში. “უემბლიზე” ინგლისელებმა 3:0 იმარჯვეს. მოსკოვში კი რუსებმა 2:1.

-ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ინგლისელები სსრკ-ის ასევე ორჯერ შეხვდნენ. 1968 წელს მესამე ადგილისთვის 2:1 მოუგეს, 1988-ში ჯგუფურ ეტაპზე 1:3 დამარცხდნენ.

ფაქტები

ინგლისი

-ინგლისი ერთადერთი გუნდია, ვინც ევრო 2016-ის ყველა შესარჩევი მატჩი მოიგო.

-ევროპის ჩემპიონატებზე ინგლისელებმა ბოლო 6 გოლიდან 4 სტანდარტებიდან გაიტანეს: 3 კუთხურიდან, ერთიც ჯარიმიდან.

-ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგისელთაგან ყველაზე მეტი გოლი - 7 უეინ რუნიმ გაიტანა.

-68 წლის როი ჰოჯსონი ყველაზე მხცოვანი მწვრთნელია ტურნირზე

რუსეთი

-საბჭოთა ნაკრებმა პირველი ევროპის ჩემპიონატი (მაშინ ევროპის თასი) მოიპოვა 1960 წელს. ფინალში საბჭოელებმა იუგოსლავიის ნაკრებს 2:1 მოუგეს. ერთი გოლი სლავა მეტრველმა გაიტანა. მის გარდა სსრკ-ის ნაკრებში გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი და ზაურ კალოევი თამაშობდნენ.

-სსრ კავშირის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატების ფინალურ მატჩში კიდევ სამჯერ უთამაშია – 1968, 1972 და 1988 წლებში.

-რუსეთი (სსრკ-ის ჩათვლით) მე-11-დ გავიდა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე. მეტჯერ მხოლოდ გერმანიას უთამაშია – 12.

-არტიომ ძიუბამ შესარჩევ ციკლში რუსების მიერ გატანილი 18 გოლიდან 50% - 9 ბურთი შეაგდო.

-ეს ლეონიდ სლუცკის პირველი დიდი სანაკრებო ტურნირია. ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია ევროზე.



11 ივნისი. ბორდო. “სტად დე ბორდო.” 20:00 სთ.

უელსი - სლოვაკეთი

სავარაუდო შემადგენლობები

უელსი: ჰენესი, გიუნტერი, ტეილორი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, კინგი, ალენი, რემზი, ბეილი, რობსონ-კანუ

სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დურიცა, ჰუბოჩანი, ჰროშოვსკი, კუჩკა, მაკი, ჰამშიკი, ვაისი, დურიში

ეს გუნდები ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. ორივე პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ორივეს გამოკვეთილი ლიდერები ჰყავთ, რომელთა თამაშზე დიდად იქნება დამოკიდებული შედეგი. Uუელსს გარეტ ბეილი, სლოვაკეთს - მარეკ ჰამშიკი.

ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სლოვაკებმა კარდიფში 5:1 სძლიეს მასპინძლებს, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, ტრნავაში ბრიტანელებმა “შური იძიეს” - 5:2.

კარდიფულ მატჩში ბეილი თავის მესამე მატჩს ატარებდა ნაკრებში და ერთადერთი გოლი გაიტანა. ამით ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ვისაც უელსის ნაკრებში გოლი გაუტანია. მაშინ ის 17 წლის, ორი თვისა და 22 დღის იყო.

უელსი დიდ სანაკრებო ტურნირზე 1958 წლის შემდეგ პირველად მოხვდა. სლოვაკებმა კი 2010 წელს სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე ითამაშეს და სენსაციაც მოახდინეს, როცა იტალია ჯგუფში ჩატოვეს. მაშინ სლოვაკებს საქართველოს ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოძღვრავდა.

კრის კოულმენი: “გვიხარია, რომ აქ ვართ. გვეგონა ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერები ვართ და მოუთმენლად ველით პირველ მატჩს. შედეგი შედეგად, მაგრამ ძალიან გვინდა ჩვენით ქვეყანამ იამაყოს. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და სიამოვნებაც მივიღოთ.”

იან კოზაკი: “ახლა ერთი რამ მაწუხებს, გუბოჩანის მდგომარეობა. ცხადია, ფავორიტი ჯგუფში ინგლისია. დანარჩენების შანსები კი, ვფიქრობ, თანაბარია. მწვრთნელის რანგში ევროზე არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა თავის დროზე მითამაშია და ვიცი როგორ ემოციებთანაა დაკავშირებული. ახლა არ გეტყვით რას დავუპირისპირებთ ბეილის, თუმცა მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.”

პირისპირ

-ორ მატჩში მეტოქეებმა ერთმანეთს 13 გოლი გაუტანეს

ფაქტები

უელსი

-უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვდა

-მხოლოდ ოთხმა უელსელმა შეძლო შესარჩევი მატჩებისას გოლის გატანა. ეს ევრო 2016 ფინალისტთა შორის უარესი მაჩვენებელია.

-ბეილმა გაიტანა და საგოლედ უპასა უელსელთა გოლების 82 % (ცხრა თერთმეტიდან). მან 52-ჯერ დაარტყა შესარჩევი მატჩებისას,რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა მონაწილეს შორის.

-უელსმა ოთხი გოლი გაუშვა შესარჩევი ციკლისას, ნაკლები მხოლოდ რუმინეთმა, ესპანეთმა და ინგლისმა გაუშვეს.

სლოვაკეთი

-სლოვაკეთი იმ ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მემკვიდრეა, რომელმაც 1976 წელს კონტინენტის ჩემპიონატის ფინალში დასავლეთგერმანელები დაამარცხეს. იმ გუნდში რვა სლოვაკი თამაშობდა.

-ვლადიმირ ვაისმა (საქართველოს ნაკრების შვილი) ექვსი საგოლე გადაცემამიითვალა საკვალიფიკაციო მატჩებში. ამით ის პოლონელ არკადიუშ მილიკსა და ებრაელ ერან ზაჰავის გაუთანბრდა.

- 5 გოლით მარეკ ჰამშიკი სლოვაკთა საუკეთესო მეგოლე გახდა შესარჩევში.

-იან კოზაკისთვის ეს პირველი დიდი სანაკრებო ტურნირია მწვრთნელის რანგში. ფეხბურთელობისას მას 1980 წელს იტალიაში გამართულ ევროპირველობაზე უთამაშია, სადაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.




Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host