Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მას შემდეგ 62 წელი გავიდა
2016-06-17 13:30 | ნახვები: 3146
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

სადაც ალბანეთი 90-ე წუთამდე ტოლსწორად ეთამაშებოდა საფრანგეთს და სადაც პატარა ისლანდიამ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან 1:1 დაასრულა, რატომ არ შეიძლება, თურქებმაც შემოგვთავაზონ სიურპრიზი და ესპანეთი შეაჩერონ?!

მართალია, ესპანეთსა და თურქეთს შორის კლასში დიდი განსხვავებაა, მაგრამ ფათიჰ თერიმის გუნდი იოლად არაფრის დამთმობი არაა. ეს თურქების ხასიათში არ ზის.

სავარაუდოდ, თერიმი თავიდანვე დააწყებინებს თამაშს 18 წლის ფორვარდ ემრე მორს, რომელიც ხორვატებთან შეცვლაზე შეიყვანა. თერიმმა აქო და ადიდა მორი, თურქული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავიაო. ემრე მორმა სულ ცოტა ხნის წინ “დორტმუნდთან” კონტრაქტი გააფორმა.

საერთოდ, თურქები სტატისტებად გამოიყურებოდნენ ხორვატიასთან და ბედი მათი, რომ დიდი ანგარიშით არ წააგეს. საინტერესოა, მხოლოდ ესაა თურქეთის შესაძლებლობები თუ მომატების პოტენციალი გააჩნიათ? “ბარსელონას” ნახევარმცველი არდა თურანი თერიმის გუნდის ლიდერია, დღეს მას არაერთი თანაკლუბელის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

აი, ესპანეთმა კი, პირიქით, ჩეხეთს ლამის ცალკარა გაუმართა და ბოლოსღა გაიტანა. “ფურია როხას” გატანა უჭირს, ეს გამოჩნდა არა მხოლოდ ჩეხებთან, არამედ 7 ივნისს ქართველებისთვის დასამახსოვრებელ თამაშშიც.

ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ ვისენტე დელ ბოსკემ როტაციას მიმართოს. რაც უნდა იყოს, მაღალი კლასის ფეხბურთელებით სავსეა სათადარიგოთა სკამი. მეკარესა და დაცვას, ალბათ ხელუხლებლად დატოვებს, ასევე წინ ანდრეს ინიესტასა და დავიდ სილვას, აი, სხვა შემტევებმა კი მაინცდამაინც ვერ გაიბრწყინეს ჩეხებთან.

ურთიერთშეხვედრები: ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე არასდროს გადაჰყრიან ერთმანეთს, ისე კი, 14 მატჩიდან 8 ესპანეთმა მოიგო, 5 ფრედ დასრულდა და ერთხელ, 1954 წლის მუნდიალის შესარჩევში თურქებმა 1:0 იმარჯვეს. მას შემდეგ 62 წელი გავიდა...

ბოლოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში იყვნენ ერთ ჯგუფში და “ფურია როხამ” სენსაცია არცერთ მატჩში არ დაუშვა: შინ 1:0, სტუმრად 2:1.

17 ივნისი. 23:00. ნიცა. “სტად დე ნისი”

ესპანეთი-თურქეთი

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ინიესტა, სილვა, ნოლიტო, მორატა

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

თურქეთი: ვოლქან ბაბაჯანი, გიოქჰანი, ტოპალი, ბალთა, ერქინი, ოზანი, სელჩუკ ინანი, ჩალჰანოღლუ, არდა თურანი, ემრე მორი, ჩენკ თოსუნი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host