Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საფრანგეთი პირველია, შვეიცარია მეორე - ყველა კმაყოფილია
2016-06-20 01:39 | ნახვები: 2798
123456789101112131415161718192021
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

როგორც მოსალოდნელი იყო ლილის “პიერ მოროს” სტადიონზე საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს მაინც და მაინც თავი არ გადაუდიათ მოსაგებად. ფრე 0:0, რომელმაც ორივე დააკმაყოფილა – “მამლებმა” მიზანს მიაღწიეს და ჯგუფი მოიგეს, ხოლო შვეიცარიელები მეორე ადგილით აღმოჩნდნენ პლეი-ოფში.

უშუალოდ თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. საერთოდ, მასპინძელი საფრანგეთი ან ძალებს ზოგავს შემდეგი ეტაპებისთვის, ანაც მკვეთრად გამოსწორება მართებს თამაშის ხარისხის, თორემ გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან აშკარად გაუჭირდება. დღევანდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი შვეიცარიის ნაკრების კიპერი იან სომერი გახდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი აიღო, თუმცა ისეთი, რომელსაც ასაღებს ეძახიან – ისე, უფრო მართებული იქნებოდა, საუკეთესოდ თუ ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის კარის ხარიხა დასახელდებოდა, რადგან ფრანგებმა სამჯერ გაარტყეს მას ბურთი. პირველ ტაიმში ორჯერ პოლ პოგბამ და თამაშის მიწურულს დიმიტრი პაიემ, რომელიც სხვათა შორის სასტარტოში არც ყოფილა.

საბოლოოდ, უგოლო ფრე, რითაც ყველა კმაყოფილი დარჩა. A ჯგუფი საფრანგეთის ნაკრებმა 7 ქულით მოიგო. მეორეზე შვეიცარია გავიდა (5 ქულა) და მერვედფინალიც გაინაღდა, მესამე პოზიცია გაამაგრა ალბანეთის ნაკრებმა 3 ქულით, ხოლო რუმინეთი ბარგს ალაგებს, რადგან კინკილა ქულა მხოლოდ ბოლო, მეოთხე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

შვეიცარია – საფრანგეთი 0:0 (0:0)

ლილი, “პიერ მორო”

მაყურებელი: 45 000

შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ლიხშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, ჯაკა; შაქირი (ფერნანდესი 79), დზემაილი, მეჰმედი (ლანგი 86); ემბოლო (სეფეროვიჩი 74)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; სისოკო, კაბაიე, პოგბა; კომანი (პაიე 63), ჟინიაკი, გრიზმანი (მატუიდი 77)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გაფრთხილება: რამი (25), კოშელნი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (0) – 13 (4) ბურთის ფლობა: 59%41% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 4:0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იან სომერი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host