Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მასპინძელი ნახევარფინალშია, ისლანდიური ზღაპარი დასრულდა
2016-07-04 01:35 | ნახვები: 3782
12345678910111213141516
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პარიზულ “პარკ დე პრენსზე” გამართული მატჩის შემდეგ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი, რომელმაც მეოთხედფინალამდე სენსაციურად მისული ისლანდია 5:2 გაანადგურა.

ამგვარად, ნახევარფინალებში, 6 ივლისს, ლიონის “სტად დე ლუმიეზე” პორტუგალია და უელსი ითამაშებენ, ხოლო 7-ში მარსელის “სტად ველოდრომზე” საფრანგეთი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას დაუხვდება. გასაკვირი არაა, რომ უკანასკნელი მატჩი ტურნირის ნაადრევ ფინალადაც მიიჩნევა.

უშუალოდ გასულ შეხვედრაზე კი რა უნდა ითქვას? დიდიე დეშამის შეგირდებმა ფავორიტის სტატუსი სრულიად გაამართლეს და მებრძოლ, თუმცა, აშკარად ერთფეროვან კუნძულელებს საქმე პირველივე ტაიმში მოუთავეს. “სამფეროვნებს” მიმდინარე ჩემპიონატზე გუშინდლამდე საწყის ნახევარში ერთხელაც ვერ გაეტანათ და ნავსი კი არ გატეხეს, ალბათ, დაამსხვრიეს კიდეც.

45 წუთში შეგდებული 4 გოლიდან პირველი ოლივიე ჟირუსი იყო, რომელმაც ბლეზ მატუიდის შორეული პასი კარგად დაამუშავა და ბურთი ჰანეს ტორ ჰალდორსონს ფეხებშუა გაუტარა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ლონდონის “არსენალის” ფორვარდმა მინდორზე მხოლოდ 60 წუთი გაატარა, თუმცა, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რადგანაც 59-ე წუთზე თავურით დუბლი ხომ გაიფორმა და ტაიმის ბოლოს ანტუან გრიზმანს საგოლე პასიც უბოძა.

სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-4 გოლი შეაგდო და ტურნირის უმთავრეს ბომბარდირადაც იქცა. 3-3 ბურთი აქვთ აქტივში ხსენებულ ჟირუს, დიმიტრი პაიეტს, რომელმაც ისლანდიელებს ჩვეული შორეული დარტყმით გაუტანა, უელსელს გარეთ ბეილს და ესპანელ ალვარო მორატას. ჩამოთვლილთაგან შეჯიბრს მხოლოდ მორატა ჩამოშორდა, ამდენად, ბომბარდირთა დავაში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

სათქმელია, რომ საფრანგეთი პირველი ნაკრები გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, პირველი ტაიმის განმავლობაში 4 გოლის გატანა შესძლო, ჯამური 7 ბურთი კი, ამ ტურნირზე, ბოლო 16 წლის განმავლობაში სარეკორდოა. ერთ თამაშში 7 გოლი უკანასკნელად 2000 წლის 25 ივნისს გავიდა, როდესაც ჰოლანდიამ იუგოსლავია 6:1 გაანადგურა. საერთოდაც, ევროპირველობაზე ამაზე შედეგიანი შეხვედრა მხოლოდ ერთხელ ჩატარებულა: 1960 წელს იუგოსლავიამ საფრანგეთს 5:4 მოუგო.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ “სტად დე ფრანსზე” შეკრებილმა 75 ათასამდე ქომაგმა საყვარელ ნაკრებს ოვაცია მოუწყო. ზეიმობდნენ ეიფელის კოშკთან არსებულ ფან-ზონაში მყოფი ქომაგებიც, რომელთა რიცხვმაც 100 ათასს უწია. ცუდ ხასიათზე არც ისლანდიელები ყოფილან, რომელთა გუნდმაც ალბათ, მაქსიმუმზე მეტი გააკეთა და ისტორიული ტურნირის მონაწილე გახდა. კუნძულელები შინ გმირების რანგში მიდიან, ფრანგებს კი, გუშინდელი ტრიუმფის მიუხედავად, მთავარი ბრძოლები წინ ელით. ისლანდიელებთან გოლაობის შემდეგ, “სამფეროვანთა” ფანობას მხოლოდ ჩემპიონობა თუ დააკმაყოფილებს...


2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალი. “სტად დე ფრანსი” (პარიზი). 75 000 მაყურებელი

საფრანგეთი – ისლანდია 5:2 (4:0)

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი, სანია, ევრა, კოშიელნი (მანგალა, 72), უმტიტი, მატუიდი, გრიზმანი, პოგბა, სისოკო, პაიეტი (კომანი, 80), ჟირუ (ჟინიაკი, 60).

მწვრთნელი: დიდიე დეშამი.

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, საევარსონი, სკულასონი, რ.სიგურდსონი, არნასონი (ინგასონი, 46), გუდმუნდსონი, გუნარსონი, ბიარნასონი, გ.სიგურდსონი, ბოედვარსონი (ფინბოგასონი, 46), სიგტორსონი (გუდიონსენი, 83).

მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი.

გოლები: 1:0 ჟირუ (13), 2:0 პოგბა (20), 3:0 პაიეტი (43), 4:0 გრიზმანი (45), 4:1 სიგტორსონი (56), 5:1 ჟირუ (59), 5:2 ბიარნასონი (84).

გაფრთხილება: ბიარნასონი (58), უმტიტი (75).

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

კარისკენ დარტყმა: 14 (8) – 11 (5); ბურთის ფლობა (%): 59 – 41; კუთხური: 4 – 4; თამაშგარე: 1 – 0; ჯარიმა: 8 – 11;


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:30 | 04.07.2016
dinamo222 (2079)

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/93712-qsiskhli-daighvrebaq-saakashvilis-dedis-universitetshi-stadions-angreven-video.html?add=1#comments კობიაშვილს ფედერაციას პროკურატურას და ყველას მოვუწოდებ მიხედეთ სააკიანის გაბლატავებულ დედას @@@@

20:54 | 04.07.2016
გ.ი.გ.ზ.ი. (3294)

უფრო მეტს ველოდი ისლანდიისგან

15:18 | 04.07.2016
vaso8522 (1604)

საფრანგეთის ნაკრების ფრანგულობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, თავად რომელ ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრობთ? რამდენჯერ დავსი ეს კითხვა და პასუხი არავინ გამცა

14:55 | 04.07.2016
BEERTRANCE (87587)

სულ ცოცარზე კიდიათ გერმანელებს და ფრანგებს ეთნიკური წარმომავლობა. აკეთებენ მათ საქმეს ეგაა მთავარი.

13:26 | 04.07.2016
korben dallas (4051)

თუ ამ შავი ხალხის პატრიოტიზმში ვინმეს ეჩვი ეპარება, კარგაд ნახონ თუ რა дამოკიдებულება აქვთ საქმის მიმართ дა ჩვენებს შევაдაროთ. ან სულ უბრალოд, შევხეдოთ როგორ ასრულებენ მარსელიეზას. ქართველებს ეგეთი ჟინი ეტყობათ ჰიმნის შესრულების дროს ?
ინგლისის ვაი ნაკრებში ხომ ასე თუ ისე სულ ანგლო-საქსები თამაშობენ ? რითი არიან ამ ფრანგ გაдამთიელებზე უკეთესი ?

13:55 | 04.07.2016
iloreli (281)

ფერით

11:36 | 04.07.2016
ფლიპი (2414)

le ble xodzea kek

11:05 | 04.07.2016
orioni (245)

სად ხედავთ აქ საფრანგეთის ნაკრებს?. ეს აფრიკის ნაკრებია და მისი გამარჯვება.

11:34 | 04.07.2016
ფლიპი (2414)

iiiii yvelaze primitiuli argumenti mogyavs

10:49 | 04.07.2016
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6129)

ჩემპიონე,?.!

08:24 | 04.07.2016
BEERTRANCE (87587)

ამ დიდი ანგარიშით წაგებულ მატჩშიც მიცა ისლანდიამ თავიანთ ქომაგს სიამაყის საბაბი

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.073354