Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლოგიკური ფრე სენ დენიზე
2016-06-13 22:26 | ნახვები: 1931
12345678910111213141516171819
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

E ჯგუფის სასტარტო მატჩი ირლანდიასა და შვედეთს შორის ლოგიკური ფრით დასრულდა. ლოგიკური იმიტომ, რომ თამაშის სცენარი ისეთი გახლდათ, წასაგებად ვერცერთს გაიმეტებდა კაცი.

სენ დენის “სტად დე ფრანსზე” პირველი ტაიმი მთლიანად ირლანდიელთა აღმოჩნდა. მარტინ ონილის გუნდი მეტოქესთან შედარებით უფრო აქტიური იყო, გაცილებით ორგანიზებულად და აგრესიულად უტევდა. შვედეთი კი პირიქით, მხოლოდ სტატისტის როლში გახლდათ და მეტოქეს ვერაფერს უპირისპირებდა. პირველ 45 წუთში ყველაზე ახლოს ანგარიშის გახსნასთან ონილის გუნდი გახლდათ და მეტწილად, ნახევარმცველი ჯეფ ჰენდრიკი, რომელმაც მოწინააღმდეგეს არაერთი თავსატეხი გაუჩინა. ჰენდრიკს ჯერ ანდრეას ისაკსონმა აჯობა ახლო მანძილიდან, ხოლო მეორე ეპიზოდში ვერც გამოცდილი კიპერი გახდა რამეს, ოღონდ ეგაა, ბურთი ხარიხას მოხვდა. გარდა ამისა, არანაკლები შანსი ტაიმის მიწურულს ვეტერან ჯონ ოშის ჰქონდა, მაგრამ “სანდერლენდის” მცველმა ცარიელ კართან ბურთისთვის მიმართულების შეცვლა ვერ მოახერხა. შესაბამისად, შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, როგორიც პირველი იყო – ირლანდია ისევ უტევდა, ხოლო შვედები მხოლოდ საკუთარი კარის დაცვით იყვნენ დაკავებულნი. ასე რომ დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ფაქტი იყო – 48-ე წუთზე სეამუს კოულმენმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა, საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ვეს ჰულეჰანმა ისაკსონი მოძრაობაზე დაიჭირა და დიდებული გოლი შეაგდო – 1:0. არავინ იცის, თამაში ასეთი სცენარით რომ გაგრძელებულიყო, ირლანდია რა ანგარიშით მოიგებდა, მაგრამ გაშვებული გოლის მერე სკანდინავიელებიც გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს. ჯერ სიარან კლარკს ბურთი ფეხზე მოეჭრა და დარენ რენდოლფს რომ არ ეყოჩაღა გოლი გარდაუვალი იქნებოდა. ამავე ეპიზოდში დამატებაზე ემილ ფორსბერგი შეეცედა გატანას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. მერე, მარტინ ოლსონის გამჭოლ გადაცემას ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა და ჩვეულ სტილში, არაორდინალურად სცდილობდა გაეტანა, მაგრამ მიზანს მასაც უმტყუნა. შაბოლოოდ, შვედეთის ნაკრების ზეწოლამ შედეგი 71-ე წუთზე გამოიღო. მარცხენა ფლანგზე ერიკ ჰამრენის გუნდმა კარგი კომბინაცია გაითამაშა, რის მერეც ზლატანმა საჯარიმოში ჩააწოდა და იქ, ვინ თუ არა კლარკი? – ირლანდიელთა ცენტრალურმა მცველმა ამჯერზე ავტოგოლის გატანა მაინც მოახერხა – 1:1. დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი მოხდარა და გუნდებს ეტყობოდათ, რომ ზედმეტ რისკზე წასვლას ერიდებოდნენ. ამასთან, აღარც ენერგია ჰქონდათ მაინცდამაინც შემორჩენილი.

შვედეთსა და ირლანდიას ქვეჯგუფში საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავთ იტალიისა და ბელგიის სახით და აქედანვე ცხადია, რომ ამ ჯგუფში თითოეულ ქულას ოქროს ფასი დაედება. ჰო ერთიც უნდა აღვნიშნოთ – შვედეთის ნაკრებს მიუხედავად გატანილი გოლისა, კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაუწრტყამს. გოლი კლარკმა საკუთარ კარში გაიტანა, მანამდე, მანვე იგივე სცადა (რა თქმა უნდა, მისდა უნებურად), მაგრამ მაშინ ირლანდიას მშველელად მეკარე მოევლინა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ირლანდიელთაგან გოლის ავტორი ვეს ჰულეჰანი დასახელდა, სრულიად დამსახურებულადაც, რადგან გარდა მშვენიერი გოლისა, მთელი თამაში აქტიური გახლდათ და შვედ მცველებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა.

ირლანდია – შვედეთი 1:1 (0:0)

სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

მაყურებელი: 75 000

ირლანდია (4-3-1-2): რენდოლფი; კოულმენი, ოში, კლარკი, ბრეიდი; მაკარტი (მაკგიდი 85), უელენი, ჰენდრიკი; ჰულეჰანი (კინი 78); უოლტერსი (მაკლინი 63), ლონგი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი; ლუსტიგი (იოჰანსონი 45), ლინდელოფი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი, ლევიცკი (ეკდალი 86), კალსტრომი, ფორსბერგი; იბრაჰიმოვიჩი, ბერგი (გუიდეტი 59)

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

გოლები: 1:0 ჰულეჰანი (48), 1:1 კლარკი (71, ა.გ)

გაფრთხილება: მაკარტი (43), უელანი (77) – ლინდელოფი (61)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 7 (0) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 3:4

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვეს ჰულეჰანი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host