Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016 - დაუბალანსებელი პლეი-ოფი
2016-06-23 02:23 | ნახვები: 7831
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მაშ ასე, ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ახლა, ჯერი პლეი-ოფის სისტემაზეა. დამარცხებული ნაკრები ტურნირს ავტომატურად დაემშვიდობება და შეცდომის უფლება, რომლის ფასიც აწი ძალიან მაღალია, არავის აქვს. მთლიანობაში მერვედფინალები საკმაოდ საინტერესოდაა აფიშირებული, მაგრამ სიმართლეც ვთქვათ და, არცთუ დაბალანსებულია. რატომ?

ტურნირის ერთ ბადეშია ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის ნაკრებები და ვინღა დარჩა მეორე მხარეს? – ყველაზე მყვირალა სახელები იქეთ ბელგია, ხორვატია და პორტუგალიაა. მოკლედ, ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებების ქვეჯგუფში დაკავებულმა მეორე ადგილებმა ბევრი რამ არია...

ორი აზრი არაა, მერვედფინალის ცენტრალური და ყველაზე საინტერესო წყვილი იტალია – ესპანეთია. 27 ინვისს, “სტად დე ფრანსზე” ევრო 2012-ის ფინალის რიმეიქია. ექნება თუ არა იგივე გაგრძელება რთული სათქმელია – ჯგუფურ ეტპაზე მთლიანობაში იტალიის ნაკრები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა. ამ მატჩზე სასაუბროდ დრო კიდევ ბევრჯერ გვექნება და მანამდე მოკლედ, სხვა წყვილებსაც გავეცნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იტალია ან ესპანეთი ტურნირს მერვედფინალში დაემშვიდობება, ხოლო გამარჯვებული მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებზე გაიწევს დიდი ალბათობით. ყოველშემთხვევაში “ბუნდესნაკრების” მეტოქე სლოვაკეთია, რომელთანაც უდაო ფავორიტია რაღა თქმა უნდა. მასპინძელი საფრანგეთი იგივე სტატუსით ირლანდიას ლიონში შეხვდება და დაელოდება ინგლისისა და ისლანდიის გამარჯვებულს. ისლანდიელებმა ჯგუფიდან გასვლით მეორე სასწაული მოახდინეს, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შემდეგ და ვნახოთ თუ ეყოფათ ძალა მესამე და ყველაზე დიდი სასწაულისთვის. ესეც სიკვდილის ბადე. მეორე მხარეს კი უფრო მშვიდი სიტუაციაა.

ბელგია იტალიის უკან აღმოჩენის მიუხედავად, ბევრად კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდა და უნგრეთის ბარიერის დაძლევა მოუწევს, რასაც დიდი ალბათობით მოახერხებს კიდეც. ამ წყვილში გამარჯვებულს ან უელსი ელის მეოთხედფინალში, ანაც ჩრდილოეთ ირლანდია... აქვე არიან ხორვატია, პორტუგალია, შვეიცარია და პოლონეთი.

მოკლედ, ევროპის ჩემპიონატის ახალი სისტემის წყალობით საკმაოდ უცნაური წყვილები და ბადეები მივიღეთ. ახლა, საინტერესოა როგორ განვითარდება პლეი-ოფში მოვლენები.

აქვე კი, მერვედფინალური მატჩების განრიგს შეგიძლია გაეცნოთ:

შვეიცარია – პოლონეთი

25 ივნისი, 17: საათი

სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარი”

ხორვატია – პორტუგალია

25 ივნისი, 23:00 საათი

ლანსი, “ფელიქს ბოლარ-დელელისი”

უელსი – ჩრდილოეთ ირლანდია

25 ივნისი, 20:00 საათი

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

უნგრეთი – ბელგია

26 ივნისი, 23:00 საათი

სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარი”

გერმანია – სლოვაკეთი

26 ივნისი, 20:00 საათი

ლილი, “სტად დე ლილი”

იტალია – ესპანეთი

27 ივნისი, 20:00 საათი

სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

საფრანგეთი – ირლანდია

26 ინვისი, 17:00 საათი

ლიონი, “სტად დე ლიონი”

ინგლისი – ისლანდია

27 ივნისი, 23:00 საათი

ნიცა, “სტად დე ნიცა”

ტეგები:
ევრო 2016


Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host