Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჯგუფური ეტაპი ციფრებში
2016-06-24 15:08 | ნახვები: 3092
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

სტატისტიკოსები ყველაფერს ითვლიან და რა გასაკვირია, რომ ჯგუფური ეტაპიც შეაჯამეს. უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯგუფური ეტაპის მცირე სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და მას უცვლელად გთავაზობთ.

გოლები

ალვარო მორატა და გარეტ ბეილი ბომბარდირთა დავას ლიდერობენ 3-3 გოლით. მათ უკან შვიდი ფეხბურთელია, რომელთაც ორი გოლის გატანა მოახერხეს. ხოლო მათ შორის მხოლოდ ბოგდან სტანკუა ისეთი, რომელიც ტურნირს დაემშვიდობა.

ბალაშ ჯუჯაკის გოლი პორტუგალიის კარში მეოთხე იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჯარიმიდან გავიდა. ეს საუკეთესო შედეგია.

უკრაინამ ასპარეზობა ისე დაასრულა გოლიც ვერ გაიტანა. ასეთი ცუდი მაჩვენებელი აქამდე მხოლოდ თურქეთს 1996 წელს და დანიას 2000 წელს ჰქონდათ.

გერმანია და პოლონეთი არის ორად-ორი ნაკრები, რომლებსაც ჯერ გოლი არ გაუშვიათ. ასეთი შედეგით მხოლოდ იგივე გერმანია თუ დაიკვეხნის, თანაც ორჯერ – 1996 და 1980 წლებში.

ფეხბურთელები

ბელგიასთან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში ბოლოჯერ და 116-ჯერ ითამაშა. მან ნაკრების მაისურით 62 გოლის გატანა მოახერხა.

დავიდ სილვამ ესპანეთის ნაკრების ასიანთა კლუბში შეაბიჯა. ჩეხეთთან მან “ფურიე როხას” მაისური მესაედ მოირგო.

იგივე შედეგს მიაღწევს პორტუგალიელი ნანი თუ ხორვატიასთან მატჩში ითამაშებს.

უნგრელი გაბორ კირალი ევროპის ჩემპიონატების ყველაზე უხუცესი მოთამაშე გახდა. იგი ავსტრიასთან მატჩში 40 წლის და 74 დღის გახლდათ. გაბორმა მერე ისლანდიის და პორტუგალიის წინააღმდეგაც ითამაშა და მიღწევა გააუმჯობესა.

ზოლტან გერამ ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა 37 წლის 62 დღის ასაკში შეძლო. ეს ისტორიაში მეორე შედეგია, ყველაზე მხცოვანი ვისაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაუტანია, ავსტრიელი ივიცა ვასტიჩია.

თუმცა, ვასტიჩმა 2008 წელს პოლონეთს პენალტიდან გაუტანა, ხოლო გერამ ეს თამაშიდან მოახერხა და შესაბამისად, ამ მხრივ ის ყველაზე უხუცესი გოლის ავტორი გამოდის.

უნგრეთთან შესრულებული დუბლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა თავის გამოჩენა.

ამავე მატჩში რონალდუმ მე-16 და მე-17 გოლები გაიტანა და გახდა პორტუგალიის ნაკრების ყველაზე დროის საუკეთესო ბომბარდირი უეფას ტურნირებში.

გუნდები

ხორვატიასთან მარცხი ესპანეთისთვის ევროპის ჩემპიონატების ბოლო 15 შეხვედრაში პირველი იყო. ბოლოს პირინელები 2004 წლის 20 ივნისს, პორტუგალიასთან დამარცხებულიყვნენ (0:1).

ხუთიდან ოთხი დებიუტანტი – ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი და სლოვაკეთი პლეი-ოფში გავიდა. მხოლოდ ალბანეთმა ვერ მოახერხა ამის გაკეთება. სხვათა შორის, ისიც მესამე ადგილზე გავიდა, მაგრამ იქ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა და ჯგუფში ჩარჩა.

ირლანდიის ნაკრები გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც იტალიას მოუგო როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. “მწვანეებმა” მუნდიალზე ამის გაკეთება 1994 წელს შეძლეს.

ტეგები:
ევრო 2016


Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host