Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016 ციფრებში
2016-07-13 10:48 | ნახვები: 3962
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი დასრულებულია, თუმცა ურიგო არ იქნება თუ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გავეცნობით, რითაც ევრო 2016 ისტორიაში ჩაეწერა...

0 – ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ფინალური მატჩის 90 წუთში გოლი პირველად არ გავიდა.

4 – ედენ აზარმა და აარონ რემსიმ 4-4 საგოლე გადაცემა გააკეთეს და ეს ტურნირზე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

6 – სწორედ ამდენი გოლით გახდა ანტუან გრიზმანი საუკეთესო ბომბარდირი. აღსანიშნავია, რომ ერთ ევროფორუმზე მასზე მეტი გოლი მხოლოდ მიშელ პლატინიმ გაიტანა 1984 წელს.

9 – ამასობაში კი, პლატინის ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლებით კრიშტიანუ რონალდუ გაუთანაბრდა.

32- ისლანდიის ნაკრების მეკარე ჰანეს ჰალდორსონმა სწორედ ამდენი სეივი შეასრულა. ყველაზე მეტი მთელ ჩემპიონატზე.

18 წელი და 328 დღე – რენატუ სანჩესის ასაკი – ყველაზე ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონი.

40 წელი და 86 დღე – გაბორ კირალის ასაკი – იგი ყველაზე ასაკოვანია, ვისაც ევროპირველობაზე ოდესმე უთამაშია.

41 – სწორედ ამდენი წლის შემდეგ მოახერხა პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთის დამარცხება.

56 – საფრანგეთმა კი, დიდ ტურნირზე, საკუთარ მოედანზე ბოლოს სწორედ 56 წლის წინ წააგო (პორტუგალიამდე).

66.6 – თერთმეტრიანების გატანის საშუალო მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდი შედეგი 1972 წლიდან მოყოლებული.

100 – რობერტ ლევანდოვსკიმ პორტუგალიას გოლი თამაშის დაწყებიდან მეასე წამზე გაუტანა. ეს კი აწ დასრულებულ ევროზე ყველაზე სწრაფი გოლი გამოდგა.

108 – 51 შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობა. საშუალოდ თამაშში – 2.12.

6 – პორტუგალიის ნაკრებმა 90 წუთში სწორედ ამ რაოდენობის თამაშის მოგება ვერ მოახერხა. ერთადერთი გამონაკლისი გამოდგა ნახევარფინალი უელსთან.

73 – წუთების რაოდენობა ჯამში, როდესაც პორტუგალიას ანგარიში მიჰყავდა.

21 – კრიშტიანუ რონალდუმ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ამდენი შეხვედრა ჩაატარა და აბსოლუტური რეკორდია.

46 – ეს კი, მის მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების რაოდენობაა. ამ მხრივ მეორე ადგილზე გარეტ ბეილი გავიდა (25).

0 – ანტონიო კონტეს ერთიდაიგივე შემადგენლობით გადაბმულად არ უთამაშია. სამაგიეროდ, ისლანდიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ყველა მატჩში უცვლელი გახლდათ.

735 – ესპანეთის ნაკრებს ევრო 2012-დან მოყოლებული გოლი ამდენი წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული. სერია ხორვატიასთან მატჩში დასრულდა.

17 – იტალიის ნაკრების მე-17 ნომერმა ედერმა, შვედეთის ნაკრებს გოლი 17 ივნისს, მაშინ გაუტანა, როცა 17 საათს 17 წუთი აკლდა...

ტეგები:
ევრო 2016


Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host