Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ედერი - გვინეა-ბისაუში დაბადებულის საოცარი დღე
2016-07-11 19:45:00
ედერზიტო ანტონიო მაჩედო ლოპესისთვის, ანუ ედერისთვის 2016 წლის 10 ივლისი დავიწყარი დღე იქნება. 109-ე წუთი იყო, როცა შორეული დარტყმით გაუტანა საფრანგეთს და ამ გოლით პორტუგალიამ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.
N 1 გრიზმანი და სიმბოლური ნაკრები
2016-07-11 18:55:00
უეფამ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგი ანტუან გრიზმანი დაასახელა. 6 გოლი და 2 საგოლე პასი - ასეთია გრიზმანის შედეგიანობა ევროპაზე. ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
პორტუგალია - ერი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებდა
2016-07-11 02:44:00
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! 2016 წლამდე ექვსჯერ ყოფილან ნახევარფინალში, ერთხელ ფინალშიც, მაგრამ ვერა და ვერ დგამდნენ გადამწყვეტ ნაბიჯს. და აი, პარიზში ასწიეს თასი. მოუგეს იმ ქვეყნის ნაკრებს, რომელთანაც ისტორიულად სულ უჭირდათ და 1975 წლის მერე მოგებული არ ჰქონდათ, ჯამში კი ბოლო 10 თამაში ჰქონდათ წაგებული.
ფინალი: ისტორიის გამეორება, ან ისტორიის გადაწერა
2016-07-10 10:26:00
ერთი მატჩიც და ევრო-2016 ხელს დაგვიქნევს. მერე ისევ გვექნება ნოსტალგიის გრძნობა, მოგვენატრება დიდი ფეხბურთი, მაგრამ ეს ერთი ისეთი მატჩია დარჩენილი, ყველაფერს რომ წყვეტს - ფინალი. პარიზის "სენ დენი": ან საფრანგეთი მესამედ გახდება ევროპის ჩემპიონი, ან პორტუგალია პირველად მოიპოვებს ამ ტიტულს. პორტუგალიამ ერთხელ უკვე გაუშვა ხელიდან უნიკალური შანსი, 2004 წელს ლისაბონში საბერძნეთთან წააგო ევროფინალი და მაშინდელი ნაკრებიდან დღესაც თამაშობენ კრიშტიანუ რონალდუ და რიკარდო კარვალიო.
ანტუან გრიზმანი ფესვების წინააღმდეგ - ფინალში დედის სამშობლოსთან
2016-07-08 18:11:00
ანტუანი ერთ-ერთი გავრცელებული ფრანგული სახელია, გრიზმანი კი - იშვიათი გვარი. უფრო სწორად, გრიზმანი ფრანგული კი არა, გერმანული გვარია. ამ გერმანული გვარის მქონე კაცმა კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ორი გოლი გაუტანა იოაჰიმ ლიოვის ნაკრებს და ფინალში გაიყვანა "მამლები".
პორტუგალია მეშვიდედ, უელსი პირველად
2016-07-06 10:50:00
1992 წელს დანია, 2004 წელს საბერძნეთი, 2016 წელს... ევროპის ჩემპიონატს ყოველ 12 წელიწადში სენსაციური ტრიუმფატორი ჰყავს და ვნახოთ, ამჯერად თუ მოხდება მსგავსი რამ. პორტუგალია-უელსი: ერთ-ერთი ფინალში გავა
ლინეკერის ახალი სხარტული და სხვა
2016-06-27 19:05:00
"გერმანელობა მოსაწყენია. ეს იმიტომ, რომ ყოველთვის იგებ" - ეს ინგლისელი გარი ლინეკერის ახალი სხარტულია.
ძველი მეტოქეები - ხორვატებსაც მწარედ ახსოვთ და ჩეხსაც
2016-06-21 12:50:00
D ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ესპანეთს აქვს განაღდებული და უიმედოდაც არავინაა: თურქეთსაც კი, რომელსაც ორი წაგება აქვს და ბურთები 0:4, შანსი აქვს დარჩენილი.
მას შემდეგ 62 წელი გავიდა
2016-06-17 13:30:00
სადაც ალბანეთი 90-ე წუთამდე ტოლსწორად ეთამაშებოდა საფრანგეთს და სადაც პატარა ისლანდიამ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიასთან 1:1 დაასრულა, რატომ არ შეიძლება, თურქებმაც შემოგვთავაზონ სიურპრიზი და ესპანეთი შეაჩერონ?!
ჰამშიკი!
2016-06-15 19:33:00
ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, როცა კონკრეტულად ერთი-ორი ფეხბურთელის ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოიგო თამაში.
12
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.035973